"რეალის" ლეგენდა "შალკესთვის"
დასასრული ყველაფერს აქვს და მადრიდის "რეალში" რაულის ფანტასტიკური კარიერაც უკვე კარგა ხანია დამთავრდა!
ბოლო ხანს რაულს ისედაც იშვიათად უწევდა მოედანზე გასვლა, "რეალის" თავკაცად ჯოზე მაურინიოს დანიშვნის შემდეგ კი ძირითად შემადგენლობაში მისი მოხვედრის ალბათობა თითქმის ნულს გუტოლდა.ამას თავად ფეხბურთელიც კარგად აცნობიერებდა საყვარელ კლუბთან განშორერებაც ამიტომ გადაწყვიტა.თუმცა თავად ფეხბურთელის თქმით,მაურინიოს სულაც არ სურდა ვეტერანი ფორვარდის თავიდან მოშორება.
პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი და ყველაზე ამბიციური კლუბიდან "შალკეში" გადაბარება ვეტერან ფორვარდს ბევრმა უკანგადადგმულ ნაბიჯად ჩაუთვალა და ცოტა ხანში კარიერის დასრულებაც უწინასწარმეტყველა,თუმცა დიდი შანსია, პირიქით მოხდეს და ესპანელ თავამსხმელს "მეორე სუნთქვა" გაეხსნას.
რაული სხვა მხრივაც განსხვავებულია. ესპანელი ფეხბურთელების უმრავლესობას კითხვაზე- რომელი მწერალი უყვართ, ერთი პასუხი აქვს-სერვანტესი.რაულ გონსალეს ბლანკოს კი ინტელექტუალი ჟურნალისტი ურჩევნია - არტურო პერეს-რევერტე ყველა თემაზე ჩინებულად წერს, განსაკუთრებულად კი რომანების შექმნა ეხერხება.
რაულმა იმდენი ვარსკვლავი გამოიცვალა პარტნიორად''რეალში" თამაშის დროს, სხვა რომ არაფერი, ძეგლის დადგმა მხოლოდ ამიტომ ეკუთვნის "სანტიაგო ბერნაბეუზე".
მთავარი მაისური კი არა, სახელია.სახელი კი რაულ გონსალეს ბლანკოს ისეთი აქვს, "შალკეში" კი არა,სადაც არ უნდა წავიდეს სათამაშოდ, მაინც არავის დაავიწყდება...
რაულ გონსალეს ბლანკო!
- 2 სექტემბერი 2010
- 1 946
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.