ანჩელოტი - „მისი ტრანსფერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტისა და ფლორენტინო პერესს შორის მორიგი აუდიენცია შედგა...
იტალიელმა სპეციალისტმა პრეზიდენტს დაუდასტურა, რომ ვარანის ტრანსფერის საწინააღმდეგო საერთოდ არაფერი აქვს. ანჩელოტი აფასებს რაფას გამოცდილებას და მიიჩნევს, რომ ამ რთულ პერიოდში ტრანსფერი შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.
ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალი“ მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებას განიხილავს, ბრიტანელები კი იუწყებიან, რომ თუ რაფა ხელფასის შემცირებას დათანხმდება, „რეალი“ მას 3 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
ამ ეტაპზე ფრანგი „მანჩესტერში“ 15 მილიონს იღებს, „რეალი“ კი მაქსიმუმ 6.5 მილიონის გადახდაზე იქნება თანახმა.
- 23 დეკემბერი 2023
- 3 638
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.