ბელინგემი:„მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის“
ჯუდ ბელინგემმა „ალავესთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. „რეალი“ არასდროს ნებდება და მიმდინარე სეზონში აღნიშნული ბევრჯერ დამტკიცდა.“
„ვასკესის გოლი? მას ყველაზე ნაკლები ყურადღება მიაქციეს, თუმცა ფაქტია, რომ მეორე სართულზე ყველას აჯობა და ბურთი კარის ბადეში გაახვია.“
„როდრიგოს ტრავმა? რაც „რეალში“ ხდება ნორმალური არ არის. ამდენი დაზიანებული ფეხბურთელით ფონს გასვლა დამატებითი საოცრება გახლავთ.“
„ვიმედოვნებ, შობის შემდეგ გუნდის რესურსი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ.“
- 22 დეკემბერი 2023
- 4 371
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.