სწორედ ასეთ მატჩებს იგებენ ჩემპიონები
ფრან გარსიამ „ალავესთან“ მატჩი გააანალიზა.
„ურთულესი მატჩი იყო, ჩვენ ვიცოდით, რომ მოედანზე 10 კაცით დარჩენის შემდეგ განსაკუთრებული ერთიანობა გვმართებდა. სასწორზე მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და 2024 წელს პოზიტიური განწყობით დავიწყებთ. ახლა დასვენების და ენერგიის აღდგენის დროა, იანვრის დასაწყისიდან და მეტისმეტად საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება.“
„სწორედ ასეთ დაპირისპირებებს იგებენ ჩემპიონები, „რეალს“ გამარჯვებულის „დნმ“ აქვს და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. გუნდი არასდროს ნებდება.“
„ლუკას ვასკესის გოლს თვალს ვადევნებდი, ზუსტად დავინახე მისი მოძრაობა და მივხვდი, რომ გოლი გავიდოდა.“
„ლიდერის რანგში ყოფნა რა თქმა უნდა სასიამოვნოა, გუნდი გაჩერებას არ აპირებს და დიდი მიზნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.“
- 22 დეკემბერი 2023
- 807
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.