ანჩელოტი:„იმედი მაქვს, როდრიგოს ტრავმა სერიოზული არ არის“
კარლო ანჩელოტიმ „ალავესთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ, თუმცა ურთულესი თამაში ჩავატარეთ. 3 ქულა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ლა ლიგაში ლიდერის სტატუსი დაგვებრუნებინა. ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს და ბოლომდე იბრძოლეს.“
„„ჟირონამ“ ქულები დაკარგა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ „ბეტისთან“ გასვლითი დაპირისპირების მოგება მარტივია. ეს გუნდი მთელი სეზონის მანძილზე არაერთ სიურპრიზს შემოგვთავაზებს.“
„სუპერლიგის ფორმატზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მქონია შესაძლებლობა, აღნიშნულის ანალიზი გამეკეთებინა.“
„ჩუამენი? ის დაბრუნდა და აუცილებლად გამოგვადგება. ცენტრალური მცველობა? თუ საჭირო იქნება, ის ამ პოზიციას მოირგებს. ვფიქრობ, ეს ორმხრივი შანსიც იქნება.“
„ჯუდ ბელინგემმა მიდგომებში არაფერი უნდა შეცვალოს, რადგან ის საოცარ სტატისტიკას აჩვენებს. ინგლისელმა უნდა გააგრძელოს იმის კეთება, რასაც მოედანზე გვთავაზობს.“
„ნაჩომ უხეშად ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მსაჯის გადაწყვეტილება ყვითელ ბარათთან დაკავშირებით საკმარისი იყო. ცუდია, როდესაც მსაჯი ყვითელი ბარათით შემოიფარგლება, VAR სისტემა კი მას წითელი ბარათის აფრიალებისგან მოუწოდებს.“
„სუპერლიგასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მთავარი ის არის, რომ აღარ იარსებებს მონოპოლია და გუნდებს მეტი თავისუფლება მიეცემათ. ვნახოთ, რა შედეგებს მოიტანს ახალი ინიციატივა, ამის გაანალიზებას წლები დასჭირდება.“
„დიდი მადლობა ლუკას ვასკესს, რომელმაც 3 ქულა მოგვიტანა, ის არასდროს იღლება და ძალიან ბევრს მოძრაობს. ლუკასმა ახლა გაიტანა, „ვილიარეალთან“ კი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ესპანელი პროგრესირებს და გუნდს ყველა წერტილში ეხმარება.“
„როდრიგოს ტრავმა? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია. თუ „რეალს“ გოეშიც გამოაკლდება, ჩვენი რესურსი მინიმალური გახდება.“
- 22 დეკემბერი 2023
- 1 109
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.