ჩეფერინი:,,სუპერლიგა ორგუნდიანი ტურნირი იქნება"
„უეფას“ პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სუპერლიგის ფორმატის შესახებ ისაუბრა...
„არ ვიცი რა ვთქვა, შოკირებული ვიყო თუ მხიარული, ვინაიდან სუპერლიგის ახალი ფორმატის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ უფრო კატასტროფულია და უფრო მეტად დახურული, ვიდრე პირველი მოდიფიკაციის დროს იყო.“
„მე არ ვეწინააღმდეგები სასამართლოს გადაწყვეტილებას, „რეალს“ და „ბარსელონას“ კი ვუსურვებ, რომ სუპერლიგა განახორცილონ, თუმცა უნდა იცოდნენ, ისინი მარტო იქნებიან და 2 გუნდიანი ჩემპიონატი ექნებათ.“
„„უეფა“ ყოველთვის იდგა ევროპული ფეხბურთის სადარაჯოზე და ითავისებდა ღირებულებებს, რომელიც ფეხბურთის განვითარებას უწყობდა ხელს. ჩვენ არასდროს შევცვლით მიდგომებს და ყოველთვის განვითარებაზე ვიქნებით ორიენტირებულები, ვინაიდან ვიცით, რამდენად ძვირფასია ეს ხალხისთვის.“
- 21 დეკემბერი 2023
- 1 140
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.