ტიბო კურტუა:„ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმე იყო“

ტიბო კურტუამ საკუთარ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს...

„მადრიდის „რეალს“ ჩემს მიმართ ძალიან დიდი ნდობა აქვს. კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჯერ ოპერაცია, ხოლო შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი გეგმის მიხედვით წარმართულიყო. ვფიქრობ, გუნდის ნდობა უნდა გავამართლო. მე არ მჭირდება რისკი. ვნახოთ, როდის დავბრუნდები მოედანზე, თუ გამიმართლებს, შესაძლოა მაისის თვეში დავბრუნდე, თუმცა მერწმუნეთ, რომ არაფერს გავრისკავთ. შესაძლოა, საერთოდ არ ვითამაშო.“

„ვესაუბრე ოიარსაბალს, რადამელ ფალკაოს, ასენსიოს და სხვა მეგობრებს. მათ ჰქონდათ ანალოგიური დაზიანება და იციან, რამდენად რთულია სარეაბილიტაციო კურსის გავლა. ყველა მეუბნება, რომ მოწოდების სიმაღლემდე მისასვლელად მინიმუმ 9 თვეა საჭირო.“

„ევროპის ჩემპიონატი არნახულ რესურსს და დატვირთვას მოითხოვს, მე კი ამისთვის მზად არ ვიქნები. მე მჭირდება რეაბილიტაციის დასრულება, შემდეგ კი თანმიმდევრული ვარჯიში იმისთვის, რომ პრე-სეზონს კარგ კონდიციაში შევხვდე.“

„ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმე იყო, მაგრამ როდესაც პროფესიონალი ხარ, ისე უნდა იმსჯელო, როგორც შენს ფიზიკურ მდგომარეობას სჭირდება.“

  • Hala
  • 20 დეკემბერი 2023
  • 1 890
  • 1

1

20 დეკემბერი 2023 18:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 029
Midi giganto male dabrundi

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)