მადრიდის "რეალში" არცერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი აღარ დარჩა
"ტულპანები" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვერ იხარებენ.
მადრიდის "რეალს" უკვე ჰოლანდიელი ფეხბურთელები აღარ ჰყავს. გუნდმა პირველად რუუდ ვან ნისტერლოი შეიძინა, "რეალმა" "მანჩესტერ" 18 მილიონი ევრო გადაუხადა ჰოლანდიელი ფეხბურთელიც ნაცვლად. ვან გოლი "სამეფო კლუბს' კარგად მოერგო, მას გაჰქონდა ძალიან ბევრი გოლები, მაგრამ ერთ დღეს რუუდმა სერიოზული ტრავმა მიიღო, მან ოპერაცია გაიკეთა და მზად იყო გუნდს ისევ დახმარებოდა, მაგრამ მაშინ გუნდს ჩილელი სპეციალისტი, მანუელ პელეგრინი წვრთინდა, მანუელმა გუნდის ხელმძღვანელობას რუუდის გაყიდვა სთხოვა. "რეალმა" ჰოლანდიელი "ჰამბურგში" გაყიდა.
2007–08 წლის სეზონში, "სამეფო გუნდს" 3 ჰოლანდიელი ფეხბურთელი დაემატა: რობენი, სნეიდერი დე დრენტე. რობენმა და სნეიდერმა მადრიდისტებს თავი ნამდვილად დაამახსოვრეს, მაგრამ დრენტეს ტრანსფერი "ბლანკოსში" წარუმატებელი გამოდგა. შემდეგ გუნდმა კრისტიანო რონალდო და რიკარდო კაკა შეიძინა, იმ სეზონში გუნდმა ტრანსფერებში 250 მილიონი ევრო დახარჯა, ასე რომ კლუბის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო გაეყიდა გუნდის ვარსკვლავები, სნეიდერი და რობენი. არიენი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა, უესლი კი მილანის "ინტერში". აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობდნენ. რაც შეეხება როისტონ დრენტეს, იგი "ჰერკულესში" 1 წელი ითამაშებს, ჰოლანდიელ ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო მიეცემა, ვიდრე მადრიდის "რეალში". როისტონი გამოცდილებას მიიღებს, შემდეგ კი დაუბრუნდება "სამეფო კლუბს".
შემდეგ გუნდს რაფაელ ვან დერ ვაარტი და ჰუნტელარი შეუერთდნენ. ისინი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ მათ ეძლეოდათ სათამაშო დრო. ვან დერ ვაარტს "რეალში" უფრო მეტი სათამაშო დრო ჰქონდა ვიდრე ჰუნტელაარს, ჰოლანდიელს ბევრ თამაშებში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ როცა თამაშობდა, საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჰუნტელაარის ტრანსფერი კი წარუმატებელი გამოდგა, "ბლანკოსმა" ჰოლანდიელი "მილანს" 15 მილიონ ევროდ მიყიდა.
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 2 სექტემბერი 2010
- 2 024
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.