მილიტაოს დაბრუნებამ შესაძლოა „რეალის“ ტრანსფერი გააჩეროს
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს გუშინ „რეალის“ სამედიცინო შტაბთან კომუნიკაცია ჰქონდა...
პრეზიდენტს აინტერესებს, რა მდგომარეობაშია ედერ მილიტაო და როდის შეძლებს ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას.
არსებული ინფორმაციით, მილი მარტის პირველი კვირიდან ინტენსიურ ვარჯიშს დაიწყებს, სწორედ ამიტომ, „ბლანკოსმა“ შესაძლოა ცენტრალური მცველის დამატება გადაიფიქროს.
რეალურად ანჩელოტის განკარგულებაში ნაჩო და რუდიგერი არიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური მცველის პოზიციის მორგება ჩუამენისაც შეუძლია, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი დანი კარვახალს.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ 2 თვე ალაბას და მილიტაოს გარეშე მწირი რესურსით დარჩენა გადამწვყეტი არ იქნება.
- 19 დეკემბერი 2023
- 1 316
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.