"ახლა მხოლოდ "ჰერკულესზე" ვფიქრობ"
როისტონ დრენტემ იცოდა, რომ იგი ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედიოდა, ამიტომ ის დათანხმა "ჰერკულესის" შეთავაზებას და დროებით გადავიდა ალიკანტეს გუნდში.
"მე ახლა "ჰერკულესის" ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ ამ გუნდზე ვფიქრობ. არ მინდა აქ უსაქმურად ვიყო. მინდა ჰერკულესთან ერთად რამეს მივაღწიო. მე კარგ გუნდში გადმოვედი და იმედია რამის მოგებას შევძლებთ."
"ძალიან გამიხარდა, რომ მომავალ კვირას "ბარსელონას" წინააღმდეგ ვითამაშებ, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებთ კატალონიელთა დასამარცხებლად. "ჰერკულესში" ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია. გუნდის მეკარე ჰოლანდიელია, ის ჩემი კარგი მეგობარია და მოხარული ვარ, რომ ერთ გუნდში ვითამაშებთ."
ინფორმაციის წყარო marca.com
- 2 სექტემბერი 2010
- 1 745
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.