"გერმანელებს მადრიდში ცხოვრება გაუჭირდებათ"
მოურინიო აცხადებს, რომ მესუთ ოზილისა და ხამი ხედირას ადაპტაცია მადრიდის "რეალში" ძალიან რთულია...
"ახლა გერმანელები მათი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში არიან. ისინი ვარჯიშებზე ყოველთვის ერთად არიან, სხვა ფეხბურთელებთან საუბარი არ შეუძლიათ, რადგან ესპანური საერთოდ არ იციან."
"ძალიან საწყენია, რომ ისინი ერთმანეთის მეზობლები არიან. ამით გერმანელების ადაპტაცია უფრო რთული იქნება, მესუთი და სამი ყოველთვის ერთად არიან და გერმანულად საუბრობენ. გერმანელმა ფეხბურთელებმა მხოლოდ სალამი და დამშვიდობება იციან."
"ამას ისიც ემატება, რომ ისინი ვერ გებულობენ თუ რას ვეუბნები ვარჯიშებზე, ჩემმა დამხმარე მწვრთნელმა ცოტა გერმანული იცის და შეუძლია მათ გადაუთარგმნოს, მაგრამ არა ისე, როგორც მე მინდა. ამ ყველაფერს დრო გამოასწორებს, ადაპტირებისთვის ფეხბურთელებს ბევრი სათამაშო დრო სჭირდებათ, მე მათ ამის საშუალებას მივცემ."
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 2 სექტემბერი 2010
- 1 882
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.