ტრანსფერი იანვარში - ფლორენტინო პერესმა გადაწყვეტილება მიიღო!
აბსოლუტურად ყველა ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ მადრიდის „რეალი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ცენტრალურ მცველს დაიმატებს...
დავიდ ალაბას ტრავმამ „რეალის“ დღის წესრიგი შეცვალა. გუნდს დაცვის ცენტრის ორი ლიდერი ხანგრძლივი ვადით ჰყავს ლაზარეთში გაშვებული.
ამ ეტაპზე ანჩელოტის განკარგულებაში ცენტრალური მცველებიდან მხოლოდ ნაჩო და რუდიგერი არიან, ალტერნატივა კი არ არსებობს.
ფლორენტინო პერესი იანვარში ცენტრალურ მცველს დაიმატებს. ასევე იკვეთება რამდენიმე კანდიდატურაც, მათ შორის რაფა მარინის დაბრუნების პერსპექტივა და გონსალო ინასიო, რომლის მიმართაც „ბლანკოსი“ ინტერესს აქამდეც იჩენდა.
- 18 დეკემბერი 2023
- 4 114
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.