Marca - ფლორენტინო პერესის და ანჩელოტის შეხვედრა 25 დეკემბრამდე შედგება!
მადრიდული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი საკუთარ ოფისში კარლო ანჩელოტის მიიღებს.
„მარკას“ ცნობით, შეხვედრა კარლო ანჩელოტის მომავალთან დაკავშირებით გაიმართება.
იტალიელ სპეციალისტს 2024 წლის 1 იანვრიდან მსურველ კლუბებთან და ნაკრებებთან ოფიციალური მოლაპარაკებების უფლება მიენიჭება, სწორედ ამიტომ, მხარეები გეგმებზე ისაუბრებენ.
არსებული ცნობით, ანჩელოტი დარჩენასთან და განახლებასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე წასვლასთან.
თუ კარლიტო ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, ის გუნდში 2026 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
- 16 დეკემბერი 2023
- 405
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.