ოსიმენის „რეალში“ გადასვლისთვის საჭირო თანხა ცნობილია!
იტალიური გამოცემების ცნობით, ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას უახლოვდება, მაგრამ მადრიდის „რეალს“ სურვილის შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულების გამოსყდივა ნებისმიერ დროს შეეძლება...
ახალი შეთანხმების მიხედვით, ვიქტორი ნეაპოლიტანელების რიგებში კიდევ რამდენიმე წელიწადი დარჩება, მაგრამ კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მსურველი კლუბი 130 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში კონტრაქტს გამოისყიდის.
ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ დე ლეურენტისი ნიგერიელის შესაძლებლობებს 130 მილიონად ამზადებს და თუ ფლორენტინო პერესს კვარაცხელიას თანაგუნდელის დამატება მოუნდება, სწორედ აღნიშნული თანხის გადახდა მოუწევს.
- 15 დეკემბერი 2023
- 7 967
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.