დავიდ ალაბა „რეალს“ ტოვებს? - საოცარი კონტრაქტი!
არსებული ინფორმაციით, დავიდ ალაბას საუდის არაბეთის კლუბები არ ეშვებიან...
მას შემდეგ, რაც ავსტრიელმა ფეხბურთელმა 3 წლიანი შეთავაზება და ჯამურად 60 მილიონი დაბლოკა, ყველას ეგონა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, მაგრამ ახლა დავიდს უფრო მაცდური წინადადება უდევს მაგიდაზე.
საუდის მხარე მზად არის, ალაბასთან ისევ 3 წლიან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, რომლის ჯამური ღირებულებაც არა 60, არამედ 80 მილიონი ევრო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დავიდის წლიური შემოსავალი დაახლოებით 26.7 მილიონი ევრო იქნება.
არსებული ცნობით, ამ წინადადებაზე ფეხბურთელი ფიქრობს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ზაფხულში მიიღებს.
- 15 დეკემბერი 2023
- 4 356
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.