სებალიოსი:„მწვრთნელმა გამარჯვება დაგვავალა“
დანი სებალიოსმა „იუნიონ ბერლინთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მწვრთნელმა გამარჯვება დაგვავალა. ისე უნდა გვეთამაშა, როგორც გადამწყვეტი მატჩი, ჩვენ კი ყველაფერი ვიღონეთ გასამარჯვებლად.“
„გოლი ჩემს მეგობარს მიეძღვნა, რომელსაც ცუდი დრო უდგას, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.“
„ტრავმების მიუხედავად, გუნდი რესურსს იყენებს. ფეხბურთელებს ერთმანეთს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ, რაც მოედანზეც კარგად ჩანს.“
„სეზონის დასაწყისი ჩემთვის მძიმე გამოდგა, რადგან ტრავმა მქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის და მჯერა საკუთარი შესაძლებლობების. ამ საღამოს შესანიშნავად გამოვედი.“
- 13 დეკემბერი 2023
- 338
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.