ანჩელოტი:„გადავალ თუ არა „მანჩესტერში“? პასუხი ცალსახაა“
კარლო ანჩელოტიმ „იუნიონ ბერლინის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. გუნდს კარგი დინამიკა ჰქონდა და გამარჯვებისთვის იბრძოდა. მადრიდულმა გრანდმა ჯგუფურ ეტაპზე 18-იდან 18 ქულა დააგროვა, მსგავსი შედეგი მადრიდში ერთხელ მქონდა, სწორედ ამიტომ კიდევ უფრო ბედნიერი ვარ.“
„ბელინგემმა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მას დასვენება არ სჭირდებოდა. ჯუდი ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ფეხბურთელია.“
„ხოსელუ ბრწყინვალე ფინიშერია და ეს არაერთხელ მითქვამს. დარწმუნებული ვარ, ესპანელი ამ სეზონში კიდევ ბევრი გოლის გატანას მოახერხებს.“
„სებალიოსმა ტრავმის მორჩენის შემდეგ ტემპი დაიჭირა. მნიშვნელოვანია, რომ მისი კლასი და სათამაშო ხარისხი ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.“
„მეორე ტაიმში უამრავი მომენტი გვქონდა. ამ დაპირისპირებაში არა 3, არამედ გაცილებით მეტი გოლის გატანა იყო შესაძლებელი.“
„ფაქტია, რომ ბერლინელები წინსვლას განაგრძობენ, ამ გუნდს სწორი გეზი აქვს აღებული და ძალიან ბევრს მიაღწევს.“
„მანჩესტერ „იუნაიტედის“ ჩარჩენა? ყოველთვის სამწუხაროა, როდესაც ასეთი გუნდი 1/8 ფინალში ვერ თამაშობს.“
„ჩემი დანიშვნა ინგლისში? „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობას არ ვაპირებ.“
- 13 დეკემბერი 2023
- 2 427
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.