ხოსელუ:„ჩემი მიზანი ბევრი გოლის გატანაა“
ხოსელუ მატომ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„გერმანიას კარგად ვიცნობ, რადგან „აინტრახტსა“ და „ჰანოვერში“ ვთამაშობდი. ვიცი, რამხელა მუხტია ბუნდესლიგაში და როგორ უყვართ გუნდები ადგილობრივებს.“
„„იუნიონ ბერლინმა“ ბოლო წლებში არნახული პროგრესი აჩვენა და საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ კლუბი სწორი მიმართულებით ვითარდება.“
„რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული განზომილებაა და მსურს, რომ რაც შეიძლება ბევრი გოლი გავიტანო.“
„სამწვრთნელო შტაბის ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაგებით ვეკიდები. არის მომენტები, როდესაც სათადარიგო სკამზე ვრჩები, არის მომენტები, როდესაც სასტარტოში ვარ. ვიცი, რომ ამხელა კონკურენციის ფარგლებში, შანსს მუდმივად ვერ მივიღებ.“
„მომავალი? არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ „ბლანკოსი“ ჩემი ოცნების კლუბია.“
- 12 დეკემბერი 2023
- 316
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.