ანჩელოტი:„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია“

კარლო ანჩელოტიმ „იუნიონ ბერლინთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ისტორიულად მადრიდის „რეალი“ ყოველთვის იყო ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი და ახლაც ასეა. ჩვენ გვაქვს ხარისხი, შემართება და რაც მთავარია უდიდესი მოტივაცია და ვეცდებით, მაქსიმულური შედეგები მივიღოთ.“

„პირველ ადგილზე ჯგუფის დასრულება რა თქმა უნდა დიდი პატივია და ვეცდებით, რომ ბერლინურ დაპირისპირებაში გამარჯვება დავაფიქსიროთ და შესაძლო 18-იდან 18 ქულა მოვაგროვოთ.“

„დარწმუნებული ვარ, მასპინძლები ყველაფერს იღონებენ გამარჯვების მისაღწევად, ჩვენ კი ვეცდებით, გახსნილი და ლაღი ფეხბურთი შევთავაზოთ ქომაგებს.“

„თერთმეტეული არ შემირჩევია, შესაბამისად, არ ვიცი იქნება თუ არა ჯუდ ბელინგემი სასტარტო შემადგენლობაში. გუნდმა „ბეტისთან“ პაექრობაში დიდი ენერგია დახარჯა ძალების აღდგენა კი ასე მარტივი არ არის.“

„ხვალ „რეალის“ კარის უსაფრთხოებაზე კეპა არიზაბალაგა იზრუნებს. ლუნინმა შანსი მიიღო და 100%-ით გამოიყენა. უკრაინელის სახით უმაღლესი კლასის მეკარე გვყავს და ვამაყობთ, რომ ის ჩვენთანაა. კეპას არაფრის დამტკიცება არ სჭირდება, მან მრავალი წლის მანძილზე აჩვენა საკუთაი დონე.“

„ნიკო ფასს დღევანდელ ვარჯიშზე დავაკვირდები, შესაძლოა მან შანსი მიიღოს.“

„მე არ ვარ ლეგენდა, მე „რეალის“ რიგით მწვრთნელს წარმოვადგენ. აქ თამაშობენ ნამდვილად ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც დიდი ეპოქა შექმნეს.“

„იმედი მაქვს, კროოსი საფეხბურთო კარიერას არ დაასრულებს, თუმცა მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ვფიქრობ, გერმანელი საოცარ ფორმაშია.“

„ის, რაც „ჟირონამ“ „ბარსელონასთან“ გააკეთა, ცდახყოფს, რომ ამ გუნდთან ხუმრობა არ შეიძლება. ჩემი აზრით, აქ უნდა გავჩერდე და არ შევაფასო არც ტაქტიკური და არც ტექნიკური ნაწილი. ეს იყო სახალისო მატჩი, სადაც ბევრი გოლი გავიდა.“

„ბრაჰიმ დიასი კარგად პოზიციონირებს, როგორც ბურთთან ერთად, ასევე მის გარეშე. წინახაზელმა „მილანში“ უდიდესი გამოცდილება დააგროვა და სულ სხვა კლასის ფეხბურთელად იქცა.“

„კაკასა და ბელინგემს შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რიკარდო უბურთოდ ისეთივე ეფექტური არ იყო, როგორიც ჯუდია, თუმცა მას ბურთთან ერთად ბადალი არ ჰყავდა. კაკამ დიდი ეპოქა შექმნა, ვნახოთ, რას შეძლებს ბელინგემი.“

  • Bernabeu
  • 11 დეკემბერი 2023
  • 3 849
  • 5

1

11 დეკემბერი 2023 22:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 227
კაკასნაირი მონაცემების მქონე ფეხბურთელები საერთოდ არ გამოჩენილან მის მერე და ჯუდი მასთან რა მოსატანია საერთოდ

2

11 დეკემბერი 2023 22:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 706
მართალს ამბობს ეს კაცი. სიტი ნამდვილად არ არის ის გუნდი რაც წინა სეზონში იყო, ბაიერნი ხო საერთოდ ჩაიკარგა, არსენალი არის საკმაოდ კარგი, მაგრამ დაუძლეველი ბარიერი არც ეგაა, ამის ფონზე კი რეალი და ბელინგემი შედარებით ძლიერები ჩანან

3

11 დეკემბერი 2023 23:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
კაკაზე ნაკლები გავლენა აქვს დღეს თამაშზე ჯუდს? ნაკლებად ელეგანტურია თუ რაზე ამბობ? მაქსიმუმ სისწრაფეში ჩამორჩებოდეს. პრაიმ კაკა ვნახე და ის უკეთესი ფეხბურთელია უეჭველად, მაგრამ რო ვერ შეადარო ისეთი?

4

12 დეკემბერი 2023 00:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 453
ხვალ იმედია მოვიგებთ

5

12 დეკემბერი 2023 01:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 439
შეგვიძლია ლიგაზე გაწევა წელს,ვნახოთ მაღალი დონის კლუბებთან რას ვიზავთ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)