ლუკას ვასკესი:„როდესაც „რეალი“ ხარ, ყველა მატჩი უნდა მოიგო“
ლუკას ვასკესმა „იუნიონ ბერლინთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„გუნდს კარგი დინამიკა აქვს და გერმანიაში მოსაგებად ჩამოვიდა. ჩვენ დავკარგეთ ქულები „ბეტისთან“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდ ფორმაში ვართ. მიზანი 2023 წელს დარჩენილი ყველა დაპირისპირების მოგებაა.“
„გუნდში სრული ჰარმონიაა. აღსანიშნავია, რომ ამდენი ტრავმის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი რესურსს ითვისებს და კარგი შედეგები გვაქვს.“
„ჯუდ ბელინგემით ყველა აღფრთოვანებულია. ის, რასაც ინგლისელი ფეხბურთელი აკეთებს ნამდვილად მოულოდნელი იყო. ვიმედოვნებ, წარმატებული სერია გაგრძელდება და მოთამაშე კიდევ ბევრჯერ გაახარებს გულშემატკივრებს.“
„ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე სიტუაცია კარგად მიგვდის. არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე მადრიდის „რეალის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგის მატჩების მოგება, სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანი სწორედ ეს იქნება.“
„როლი გუნდში? ყოველთვის მზად ვარ გუნდს დავეხმარო, სადაც არ უნდა დავჭირდე.“
„ახალი კონტრაქტი? თუ შემოთავაზება მექნება ხელშეკრულებას ხელს მოვაწერ, ეს ჩემი ოცნების გუნდია.“
„მიზანი 6-იდან 6 მატჩის მოგებაა, ჩვენ ძალებს არ დავზოგავთ ბერლინელთა დასამარცხებლად.“
„ჩემპიონთა ლიგის მოგება „რეალისთვის“ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, ჩვენ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების.“
„რუდიგერი უნიკალური ფეხბურთელია, ის ბევრს ხუმრობს და კოლექტივში პოზიტივი შემოაქვს. არ ვიცი რა არის გერმანელი ფეხბურთელის წარმატების საიდუმლო, თუმცა ის ნამდვილი პროფესიონალია და დიდ დატვირთვას უძლევს. ანტონიო ფაქტობრივად ყველა მატჩს უშეცდომოდ თამაშობს.“
„არ შემიძლია ბელინგემზე ნაადრევად ვისაუბრო და ის კრიშტიანო და ბენზემას შევადარო. მერწმუნეთ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.“
„არსებობს, როგორც რთული, ასევე კარგი მომენტები. თუ პროფესიონალი ხარ, ყველაფერს ცივი გონებით უნდა მიუდგე და გუნდისთვის დაიხარჯო, ეს ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო.“
„„ჟირონა“ მართლაც საოცარი გამოდის, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ და არა სხვებზე. არ გვაინტერესებს როგორ გამოდიან მოწინააღმდეგეები. მთავარი საზრუნავი საკუთარი თამაშის ხარისხის ზრდაა.“
- 11 დეკემბერი 2023
- 439
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.