„რეალმა“ ბერლინში ვიზიტისთვის მზადება დაიწყო
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა „იუნიონ ბერლინთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს.
„ბეტისთან“ დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები დღეს აღდგენით სესიას დასჯერდნენ, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.
ვარჯიშზე გამოძახებული იყო რამდენიმე კასტილიელიც, რომლებიც განაცხადშიც მოხვდნენ.
არდა გიულერი სატრენაჟორო დარბაზში დარჩა, ხოლო ვინისიუს ჟუნიორმა და კამავინგამ მწვანე მინდორზე ივარჯიშეს, თუმცა მათ ინდივიდუალური პროგრამა აქვთ.
ასევე აღსანიშნავია ორელიან ჩუამენი, რომელმაც ბურთთან ერთადაც მიიღო დატვირთვა და მალე მწვანე მინდორს დაუბრუნდება.
ედერ მილიტაო, დანიელ კარვახალი და ტიბო კურტუა სარეაბილიტაციო კურსს განაგრძობენ.
შეგახსენებათ, „რეალი“ სამშაბათს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის დაპირისპირებას გამართავს.
- 10 დეკემბერი 2023
- 313
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.