დღის გეგმა ცნობილია - „რეალს“ დატვირთული ორშაბათი აქვს!
მას ასე, დღის გეგმა ცნობილია. კარლო ანჩელოტიმ ყველაფერი გაწერა. 11 დეკემბერს მადრიდის დროით 10:00 საათზე „მერენგები“ ბერლინისკენ აიღებენ გეზს.
გუნდი რამდენიმე საათს სასტუმროში დაყოფს და დაისვენებს, შემდეგ კი დაგეგმილია ფინალური ვარჯიში და კარლო ანჩელოტის ჟურნალისტებთან შეხვედრა.
ანჩელოტისთან ერთად მედიის წინაშე „ბლანკოსის“ ერთ-ერთი ფეხბურთელიც წარდგება.
პრესკონფერენცია 18:15 საათზე ჩაინიშნა (თბ. დროით 21:15), ხოლო ფინალური ვარჯიში 19:00 საათზე (თბ.დროით 22:00).
- 11 დეკემბერი 2023
- 530
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.