ვასკესი:„დამაგვირგვინებელ ფაზაში პრობლემები გვქონდა“
ლუკას ვასკესმა „ბეტისთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„დამაგვირგვინებელ ფაზაში პრობლემები გვქონდა. პირველი ტაიმის მიწურულს ძალიან გავაქტიურდით, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც ვერ მივიღეთ. „ბეტისმა“ გოლის გატანის შემდეგ დიდი მუხტი მიიღო, რაც პირველ რიგში გულშემატკივართა დიდი არმიის დამსახურებაა.“
„სათამაშო წუთები არ მქონდა, მაგრამ თავს მაინც კარგად ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ ჩემი დრო მოვიდოდა. მზად ვარ, გუნდს დავეხმარო.“
„მიზანი ბერლინში? რა თქმა უნდა გამარჯვება და 18 ქულის მოპოვება.“
- 9 დეკემბერი 2023
- 737
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.