ანჩელოტი:„ურთულესი მატჩი იყო, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ“
კარლო ანჩელოტიმ „ბეტისთან“ ვერმოგებული დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„გუნდს ცუდი დინამიკა არ ჰქონია, მაგრამ ურთულესი დაპირისპირება გამოდგა. ჩვენ მხოლოდ 1 ქულას დავჯერდით, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ და ვეცადოთ, რომ მომდევნო ტურებში ანალოგიური არ განმეორდეს.“
„„ბეტისმა“ ფანტასტიკური გოლის გატანა შეძლო, რამაც თამაშს მეტი მუხტი მისცა. ასევე ეფექტური იყო ბელინგემის გოლიც.“
„კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა სრულად არა, მაგრამ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა.“
„საუბარი ისკოსთან? ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ არ ივიწყებს „ლა დესიმას“ და სეზონებს, რომელიც ერთად გავატარეთ.“
„მოდრიჩის ემოციები? ის მოგებას შეჩვეულია, სწორედ ამიტომ, შესაძლოა მოედანი უკმაყოფილომ დატოვა.“
„ლუნინი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა. უკრაინელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.“
- 9 დეკემბერი 2023
- 3 549
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.