ანჩელოტი:„ეს არასდროს მოხდება, ჩემი პოზიცია უცვლელია“
კარლო ანჩელოტიმ „ბეტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ეს კვირა კარგად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ამოგვესუნთქა. ზოგჯერ შუა კვირის თამაშების გარეშე ყოფნა კარგი და მნიშვნელოვანია. როგორც ტაქტიკური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით ბრწყინვალედ მოვემზადეთ და გვჯერა, რომ „ბეტისის“ დამარცხებას მოვახერხებთ.“
„ბელინგემის მდგომარეობა უმჯობესდება, მას მხარზე სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ჯუდი სპეციალური ეკიპირებით ასპარეზობას ახერხებს.“
„შობამდე 4 თამაშის ჩატარება გვიწევს და ყველაფერს ვიღონებ 100%-იანი შედეგის დასაფიქსირებლად.“
„ლუნინმა აჩვენა მებრძოლი ხასიათი და საკუთარი კლასი. მე ვფიქრობ, უკრაინელი კიპერი დაფასებას იმსახურებს.“
„არდა გიულერი რეაბილიტაციის ბოლო ფაზაშია. ამ წელს მან შესაძლოა ითამაშოს, თუ არადა იანვრიდან აუცილებლად ვიხილავთ საქმეში. მე მას ბევრს ვესაუბრები.“
„გაიკეთებს თუ არა ბელინგემი ოპერაციას? ახლა არა, ის თავს კარგად გრძნობს.“
„კამავინგა და ვინისიუს ჟუნიორი ამ წელს თამაშს ნამდვილად ვერ შეძლებენ, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. ექიმებთან კონსულტაციის გარეშე არაფერს დავგეგმავთ.“
„სასიხარულოა, რომ ჩუამენის აღდგენითი პროცესი მალე დასრულდება, ის გუნდს ძალიან სჭირდება და საქმეში ვიხილავთ.“
„მბაპეს ტრანსფერი? ამაზე არ ვსაუბრობ.“
„საუდის არაბეთში მუშაობას არ ვაპირებ. ეს ჩემი პოზიციაა. ფულს გადამწყვეტ მნიშვნელობას არადროს ვანიჭებდი.“
„ისკო შესანიშნავად მუშაობს და ამით ბედნიერი ვარ. ესპანელს ჰქონდა რთული მომენტები, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ძალიან საშიშ ნახევარმცველს წარმოადგენს.“
- 8 დეკემბერი 2023
- 2 318
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.