ენდრიკი:„მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ავირჩიე“
ენდრიკ ფელიპემ ბრაზილიის ლიგის მოგების შემდეგ უდიდეს გალა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ფაქტია, 17 წლის ფეხბურთელს პროფესიონალურ დონეზე უკვე 2 ტიტულს ფლობს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა შემტევმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„ვიცი, რომ რამდენიმე თვეში საცხოვრებლად ესპანეთში უნდა გადავბარგდე. ეს იქნება სრულიად ახალი გამოწვევა, რომელსაც სათანადოდ უნდა ვუპასუხო. მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და მჯერა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევ.“
„ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია, ჯერ მომავალზე არ ვფიქრობ, მაგრამ რა თქმა უნდა, უამრავი აზრი უკავშირდება სამეფო კლუბს და თეთრი მაისურის მორგებას.“
„როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშზე თანხმობას აცხადებ, უნდა იცოდე, რომ წინ გამოწვევების სავსე გზა გელის. მე პროგრესს განვაგრძობ და ვეცდები, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით მაღალ დონეზე ვიდგე.“
- 8 დეკემბერი 2023
- 1 181
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.