მენდის „იუვენტუსიც“ აკვირდება
იტალიური გამოცემების ცნობით, ფერლან მენდის მომდევნო კლუბი შესაძლოა ტურინის „იუვენტუსიც“ გახდეს...
იმ შემთხვევაში, თუ ფლორენტინო პერესი ფრანგ განაპირა მცველს 20 მილიონ ევროდ შეაფასებს, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა ფერლანის ტრანსფერზე სერიოზულად იფიქრებს.
ფაქტი ის არის, რომ მენდისა და „რეალის“ გზები მომდევნო ზაფხულს აუცილებლად გაიყრება, სწორედ ამიტომ პრეზიდენტი საუკეთესო გამოსავალს ეძებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ბლანკოსი“ მენდისთან ერთად საკმაოდ დამაჯერებლად გამოდის და მატჩების 90% მოგებული აქვს, თუმცა სამწვრთნელო შტაბი ფერლანის მიმართ კმაყოფილებას მაინც არ გამოხატავს.
- 8 დეკემბერი 2023
- 457
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.