„ბეტისთან“ მატჩისთვის მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები „ბეტისთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობენ. გუნდმა მეორე სესია გამართა...
აღსანიშნავია, რომ სრული დატვირთვით ივარჯიშა ლუკა მოდრიჩმა, რომელიც მოედანზე გასასვლელად მზად არის. განცალკევებით და ინდივიდუალური პროგრამით, თუმცა ბურთთან ერთად ვარჯიშობს არდა გიულერი.
სატრენაჟორო დარბაზში ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვის შემდეგ გუნდმა მწვანე მინდორზე გადაინაცვლა და სხვადასხვა დავალება შეასრულა.
ანჩელოტიმ კვლავ დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს და სტანდარტებს.
გუნდთან ერთად სესიაზე რამდენიმე კასტილიელიც იყო.
- 6 დეკემბერი 2023
- 256
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.