ვაარტის ბედი პრემიერ ლიგის სადისციპლინო კომიტეტის ხელშია!
Sky Sports News ირწმუნება რომ, შეთანხმება მადრიდის რეალსა და ტოტენჰემს შორის შედგა.
ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა გუშინ ადგილობრივი დროით 6 საათზე დაიხურა. ინგლისურმა მხარემ მადრიდის რეალთან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოაგვარა რაფაელ ფერდინად ვან დერ ვაარტის ტრანსფერის საკითხი. ტრანსფერის ღირებულებამ 8 მილიონ ფუნტი შეადგინა, მაშინ როცა მიუხენის ბაიერნი ჰოლანდიელში 20 მილიონ ევროს იხდიდა.
ერთადერთი პრობლემა რაც წარმოიშვა იყო საბუთების გაფორმება რაც გუნდებმა ვერ მოასწრეს. ამის გამო ტოტენჰემის მესვეურებმა პრემიერ ლიგის სადისციპლინო კომიტეტს მიმართეს თხოვნით რათა რაფაელ ვან დერ ვაარტის ჩარიცხვის უფლება მიიღონ საკუთარ გუნდში.
ინფორმაციის წყარო:http://www.skysports.com/
ავტორი: camelo(ოთო დევაძე)
- 1 სექტემბერი 2010
- 2 081
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.