ბელინგემი ოპერაციის შემდეგ 2 თვეს იუქმებს
ესპანური გამოცემების ცნობით, ჯუდ ბელინგემთან დაკავშირებით მადრიდის „რეალში“ უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობაა.
ინგლისელ ფეხბურთელს მხრის ოპერაციის შემდეგ 8-იდან 10 კვირამდე მოუწევს აღდგენითი პროცესის გავლა.
მადრიდში თანხმდებიან, რომ დეკემბერსა და იანვარში ჯუდის ოპერაციის დრო არ არის, ვინაიდან გუნდში ისედაც ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მარტიდან „რეალის“ კალენდარში გადამწყვეტი მატჩებია, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი, 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში აღნიშნული ეტაპი და ასე შემდეგ.
2024 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატია დაგეგმილი, ინგლისის ნაკრები კი ბელინგემის გამოძახებაზე უარს არ იტყვის. თუ ჯუდი ოპერაცია ევროსარბიელის შემდეგ გაიკეთებს, ფაქტობრივად მთელი პრე-სეზონის გამოტოვება მოუწევს, რაც უკვე „ბლანკოსის“ გეგმებში არ ჯდება.
როგორც ხედავთ, ბელინგებმთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.
- 4 დეკემბერი 2023
- 2 550
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.