პირველი სექტემბერი, სატრანსფერო ფანჯარა დახურულია!!!
მაშ ასე დღეს შემოდგომის პირველი თვეა, ყველა ჩემპიონატი დაწყებულია და საფეხბურთო სამყარო სეზონის დიდ მატჩებს ელის. ყველა გრანდმა რაღაც დონეზე იაქტიურა და შეიძინა მაღალი დონის ფეხბურთელები, მათ შორის იყო მადრიდის რეალიც, რომელმაც როგორც ყოველთვის რამდენიმე შენაძენი გააკეთა და რაც მთავარია გუნდის სათავეში მოვიდა ჟოზე მოურინიო. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელთა დახასიათებას და ტრანსფერთა საბოლოო შეჯამებას. ვფიქრობ, საინტერესო სტატია უნდა გამოვიდეს...
სერხიო კანალესი
ესპანელი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ძალიან იმედის მომცემია. იგი ასპარეზობს "ფურია როხას" ახალგაზრდულ ნაკრებში. მადრიდის რეალის ადმინისტრაციამ ეს ფეხბურთელი ჯერ კიდევ შარშან შენიშნა, თუმცა 1 წლით რასინგში დარჩენის უფლება მისცა, რადგან უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მიეღო. წელს კი მოურინიომ მისი "ბლანკოსში" გადმოსვლა ისურვა და კანალესმაც გუნდის 16 ნომრიანი მაისური ჩაიბარა. პორტუგალიელი სპეციალისტი მასზე დიდ იმედებს ამყარებს და იმედი აქვს, რომ გავა დრო და სერხიო გუნდის საკვანძო ფეხბურთელი გახდება. იგი შემტევი ფეხბურთელია და გარკვეულწილად გუტისაც წააგავს საკუთარი შესანიშნავი პასის უნარით. ახალგაზრდა ფეხბურთელი რეალში დიდი იმედებით გადავიდა და როგორც მას, ასევე სამეფო კლუბის გულშემატკივრებს, მისი იმედი გვაქვს.
სამი ხედირა
გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ფიზიკური ძალითა და შრომის უნარიანობით, მას შტუტგარტში თამაშის დროს არცერთი გრანდი არ აქცევდა ყურადღებას, მაგრამ დადგა მსოფლიოს 2010 წლის მუნდიალი და იოჰამ ლიოვმა გერმანიის ნაკრებში სწორედ მას უხმო. ხედირამ მწვრთნელის იმედები გაამართლა და გრანდების ინტერესის არეალშიც მოექცა. ხედირას შეძენით იტალიური მილანი, ინგლისური ლივერპული და მადრიდის რეალი დაინტერესდნენ, თავად ფეხბურთელმა "ბლანკოსში" თამაში მოინდომა და ამოყო კიდეც თავი მადრიდში. მთავარი მწვრთნელი მასზე დიდ იმედებს ამყარებს, მისი აზრით ნახევარდაცვის ცენტრს ხედირა-ალონსოს დუეტი შესანიშნავად გააკონტროლებს, ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ჯერჯერობით სამის თამაში არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ საპანიკო არაფერია, იგი სულ ახლახანს გახდა მადრიდული გუნდის წევრი.
მესუთ ოზილი
გაგერმანებული თურქის შეძენა, პირდაპირ უკავშირდება მოურინიოს სურვილს, ეს ტრანსფერი ჟოზეს აკვიატებადაც შერაცხეს. მესუთი ისევე, როგორც კანალესი შემტევი ფეხბურთელია და გამთამაშებლობას შესანისნავად ითავსებს, მას აქვს სისწრაფე და ტეხნიკა, რომელიც ყოველთვის ეხმარება ფონს გასვლაში, იგი ბრემენის ვერდერის უდავო ლიდერი იყო და მსოფლიო ჩემპიონატზეც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მადრიდში მის ტრანსფერს "სკეპტიკურად" უყურებენ (მეც მათ პოზიციაზე ვარ. ავტ:გიო). მთავარი მწვრთნელი სერიოზულ საგონებელშია, მას ჰყავს ოზილი, ვან დერ ვაარტი, კანალესი და კაკა, ოთხივე ფეხბურთელი მაღალი დონისაა და ერთ პოზიციაზე ამდენი მოთამაშე მართლაც ბევრია, ამიტომ პორტუგალიელ სპეციალისტს პოზიციის შეცვლაც მოუწევს ზოგიერთი ზემოთჩამოთვლილთაგანის. მაგ:მესუთს ფლანგზეც შეუძლია თამაში და დიდი შანსია, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ის გარემარბად გაამწესოს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ჯერჯერობით ოზილი ნორმალურ შთაბეჭდილება ტოვებს იმ ფონზე, რომ გუნდში სულ რაღაც 10 დღის მოსულია.
პედრო ლეონი
ახალგაზრდა ესპანელი მოთამაშე, რომელიც ხეტაფეში შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებდა. იგი ძალიან კარგად ასრულებს სტანდარტულ დარტყმებს, ასევე არის სწრაფი და ტეხნიკური. ამ ტრანსფერს ხორხე ვალდანოს უკავშირებენ. კულუარული ინფორმაციით მოურინიოს არ სურდა ლეონის შეძენა, რადგან მის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელები ჰყავდა, მაგრამ ხორხემ მაინც თავისი გაიტანა და ფეხბურთელი გადმოიბირა, ლეონი მადრიდში ბედნიერია, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ძირითადში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება და ბრძოლა ნამდვილად მოუწევს, იგი ახალგაზრდაა და სათამაშო პრაქტიკის არქონა დამღუპველია. მოურინიო ხშირად აცხადებს, რომ ყველას მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას და გამონაკლისი არც ახალწვეული ფეხბურთელები იქნებიან. ასე, რომ ლეონს დაუღალავი შრომა მოუწევს სამეფო კლუბში ადგილის დასამკვიდრებლად, წინასასეზონო მატჩებში მან ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.
ანხელ დი მარია
ახალგაზრდა უნიჭიერი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ოცნებობდა რეალში მოხვედრაზე და 2010 წელს მისთვის სანატრელი დროც დადგა, ფლორენტინო პერესემა ბენფიკას მესვეურებს 25 მილიონი ევრო გადაუხადა და ანხელი "ბლანკოსის" ფეხბურთელი გახდა. მისი ადაპტირება გუნდში ნორმალურად მიმდინარეობს. დი მარია პოზიციით გარემარბია და გამოირჩევა სისწრაფით, ასევე არ დაეწუნება ტეხნიკა. მისი თქმით ფლორენტინო პერესი არ შეცდა, როდესაც მასში 25 მილიონი გადაიხადა და იგი იმედებს აუცილებლად გაამართლებს, არგენტინელის წინასასეზონო მატჩები არც ისე სახარბიელო იყო მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენიმე გოლის გატანაც შეძლო, მას ეტყობოდა, რომ ვერ ეწყობოდა გუნდურ სულისკვეთებას, ბოლო ამხანაგური და პირველი ოფიციალური მატჩში კი ანხელა გაცილებით უკეთესად ჩაატარა. მადრიდში მისი ძალიან ეიმედებათ და ყველას იმედი აქვს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი გუნდის ლიდერი გახდება.
რიკარდო კარვალიო
32 წლის პორტუგალიელი მცველი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამაზე არავინ დაობს. რიკარდომ ჯერ პორტოში ხოლო შემდეგ ჩელსიში უდიდესი გამოცდილება მიიღო და მოურინიომ იგი რეალში გადმოიყვანა. მოგეხსენებათ, ჟოზე თავიდან პორტოში მუშაობდა და კარვალიო მისი დაცვის ბურჯი იყო, შემდეგ ჩელში, პორტუგალიელმა სპეციალისტმა თანამემამულე ლონდონშიც წაიყვანა, შემდეგ იყო ინტერი, იტალიურ კლუბში წასვლა თავად კარვალიომ არ ისურვა, არადა მოურინიოს მისი ხილვა მილანურ კლუბშიც სურდა. ახლა კიდე დადგა რეალის ჯერი და იგი "ბლანკოსის" 2 ნომრიან მაისურს იბარებს. რეალის პრობლემა ყოველთვის იყო დაბალი დონის დაცვა, ახლა კი რიკარდომ ძალიან კარგი ტანდემი შეიძლება შექმნას თანამემალე პეპესთან, რომელთან ერთადაც პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს, მათ ერთად თამაშის გამოცდილება აქვთ. გუნდმა ძალიან ჭკვიანური ტრანსფერი განახორციელა და პორტუგალიელი რეალს აუცილებლად გამოადგება, მითუმეტეს სუსტი დაცვის ფონზე.
გუნდში მოვიდა ორი გერმანელი, ერთი არგენტინელი, ერთი პორტუგალიელი და ორი ესპანელი ფეხბურთელი. 6 ტრანსფერიდან 2 ესპანურია. ასევე ისიც ვიცით, რომ გუნდში ბევრი ესპანელი ირიცხება. ასე, რომ გუნდის ესპანიზირებას ხელი არ ეშლება.
ჩემი დასკვნა.
მე "რეალის" გულშემატკივარი ვარ და მსურს, რომ პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად გუნდმა ბევრს მიაღწიოს, მაგრამ ერთ უკვე შემდგარ ტრადიციას ვეწინააღმდეგები, არ არის საჭირო ყოველ ზაფხულს 5-6 ფეხბურთელის დამატება, ეს ყოველთვის ხელს უშლის გუნდის აწყობას. ჩემი აზრით 1 ფორვარდი და 1 გარემარბი და 1 მაღალი დონის მცველი სრულიად საკმარისი იყო, მაგრამ ჩემზე უკეთ მოურიონიო აზროვნებს საფეხბურთო თვალსაზრისით და იმედი მაქვს მისი გეგმები გაამართლებს, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
მაშ ასე, ეს იყო წლევანდელი სატრანსფერო "ბაზარი" სადაც გუნდმა 81 მილიონი დახარჯა, სტატიაში წარმოგიდგინეთ ახალი შეძენილი ფეხბურთელები და ჩემი ხედვა მათ მიმართ, თქვენი აზრი შეგიძლიათ კომენტარებში დააფიქსიროთ.
მსგავსი სახის სტატია 1 წლის წინაც დავწერე, როდესაც ფლორენტინომ გუნდი ნამდვილ ვარსკვლავების კოლექტივად აქცია, შეგიძლია იმ სტატიასაც გაეცნოთ და გაანალიზოთ ვინ როგორ გაამართლა და რა გააკეთა სამეფო კლუბისთვის. სტატიის სანახვად დააჭირეთ აქ
- 1 სექტემბერი 2010
- 2 547
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.