კროოსი:„თანაგუნდელების დახმარება ჩემი პრიორიტეტია“
ტონი კროოსმს „გრანადასთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მე არ ვთამაშობ იმისთვის, რომ საკუთარ თავზე ვიფიქრო. მსურს, თანაგუნდელებს განვითარებაში დავეხმარო და გუნდური სულისკვეთება გავიზიარო.“
„ხარისხიანი ფეხბურთის თამაშით გუნდის დახმარება უნდა შევძლო, ეს ტოპ პრიორიტეტია. თითოეულ დაპირისპირებას გუნდური თვალსაზრისით ვაფასებ. როდესაც თანაგუნდელების დახმარება არ შემძლება, აუცილებლად წავალ, ვინაიდან სწორედ ეს არის ჩემი ფუნქცია.“
„მეტოქემ დაცვითი ფეხბურთი აირჩია, მაგრამ ვალდებულები ვიყავით მოგება დაგვეფიქსირებინა და კვლავ 3 ქულა ჩაგვეწერა აქტივში.“
„დარწმუნებული ვარ, 2023 წელს დარჩენილ დაპირისპირებებსაც მოვიგებთ და შობას თავდაჯერებულები შევხვდებით.“
„ბრაჰიმის გოლი? ეს იყო საგოლე პასი, განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი გამიკეთებია.“
- 3 დეკემბერი 2023
- 1 351
- 6