ანჩელოტი:„მთავარი კოლექტიური პასუხისმგებლობაა“

კარლო ანჩელოტიმ „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„დანიელ კარვახალს სერიოზული არაფერი სჭირს, ეს ალბათ უბრალოდ გადატვირთვაა. შეფასება ხვალ აუცილებლად გაკეთდება, თუმცა წინასწარი მონაცემით, სერიოზული არაფერი უნდა იყოს. დანის მეორე ტაიმში მოედანზე გასვლა რისკს შეიცავდა, სწორედ ამიტომ ლუკას ვასკესი დავაყენე.“

„ბრაჰიმ დიასი ხარისხს აჩვენებს, ის ყველა პოზიციაზე ძალიან სახიფათოა. უნივერსალობა და მრავალფეროვნება დიასს უფრო მოთხოვნად ფეხბურთელს ხდის.“

„ვალვერდე ძალიან ბევრ პოზიციაზე თამაშობს. სიმართლე გითხრათ, არ არსებობს ადგილი, სადაც ურუგვაელს საუკეთესო თვისებების გამოვლენა არ შეუძლია.“

„„ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება. ამ მატჩით სიამოვნების მიღებას ვაპირებ. ვნახოთ, რა შედეგი დაფიქსირდება ტაბლოზე და რა შეიცვლება სატურნირო ცხრილში. თუ „ბარსელონა“ მოიგებს, სიმეონეს გუნდთან ჩვენი სხვაობა გაიზრდება.“

„კროოსი საოცარია, ის ყოველთვის რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს. გერმანელი იდეალურად მანევრირებს და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.“

„როდრიგო სასურველ დონეს დაუბრუნდა. ბრაზილიელი მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს. სამხრეთ-ამერიკელი შემტევი ეფექტური იყო შეტევის როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგიდან.“

„ჩემთვის მნიშვნელოვანია კოლექტიური ვალდებულებების სრულფასოვანი შესრულება. კონკრეტული დავალებები გოლების გატანასთან დაკავშირებით არავის აქვს.“

„მოდრიჩი „ბეტისთან“ დაბრუნდება, მისი აღდგენითი პროცესი დასასრულს უახლოვდება, კეპა კი სათამაშოდ უკვე მზად არის.“

„ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა ჩემს მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავს, ამისთვის მადლობა ყველას.“

  • Bernabeu
  • 3 დეკემბერი 2023
  • 5 886
  • 6

1

3 დეკემბერი 2023 00:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 831
ახლა ვნახე სტატისტიკა ბეტისთან ბოლო 5 თამაშიდან 2 მოგება და 3 ფრე გვაქ ვილიარეალთან კიდე ბოლო 5დან 1 მოგება გვაქ სულ 2 წაგება და 2 ფრე ამათთან სულ გვიჭირს და იმედია მოვიგებთ ორივეს დასვენების დრო აქვს გუნდს და იმედია კარლო ათამაშებს შემტევ ფეხბურთს თუ ჩაჯდა ვილიარეალთან ჩავთვალოთ არ გაგვახარებენ რეალთან ესენი ტრაკზე იხევიან ხოლმე და შუალედში ბერლინთან ძირითადად ახალგაზრდები რომ დააყენოს არაფერი უჭირს მგონი

2

3 დეკემბერი 2023 01:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 450
ციტატა: kroos toni
ახლა ვნახე სტატისტიკა ბეტისთან ბოლო 5 თამაშიდან 2 მოგება და 3 ფრე გვაქ ვილიარეალთან კიდე ბოლო 5დან 1 მოგება გვაქ სულ 2 წაგება და 2 ფრე ამათთან სულ გვიჭირს და იმედია მოვიგებთ ორივეს დასვენების დრო აქვს გუნდს და იმედია კარლო ათამაშებს შემტევ ფეხბურთს თუ ჩაჯდა ვილიარეალთან ჩავთვალოთ არ გაგვახარებენ რეალთან ესენი ტრაკზე იხევიან ხოლმე და შუალედში ბერლინთან ძირითადად ახალგაზრდები რომ დააყენოს არაფერი უჭირს მგონი

100% მომდევნო 2 ტური ძაან მნიშვნელოვანია ერთი კარგია წელს ისაა რაიოს გარდა პაჭყა პუჭყა გუნდებთან ფაქტიურად ქულებს არ ვკარგავთ თან იმდენი პრობლემა აქ ჩვენ გუნდს

3

3 დეკემბერი 2023 01:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
ვილიარეალთან თამაში პირადულია უკვე, გადავხსნით. ბეტისთანაც იმედია გავალთ ფონს.

4

3 დეკემბერი 2023 11:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 831
ციტატა: ilarioni
ციტატა: kroos toni
ახლა ვნახე სტატისტიკა ბეტისთან ბოლო 5 თამაშიდან 2 მოგება და 3 ფრე გვაქ ვილიარეალთან კიდე ბოლო 5დან 1 მოგება გვაქ სულ 2 წაგება და 2 ფრე ამათთან სულ გვიჭირს და იმედია მოვიგებთ ორივეს დასვენების დრო აქვს გუნდს და იმედია კარლო ათამაშებს შემტევ ფეხბურთს თუ ჩაჯდა ვილიარეალთან ჩავთვალოთ არ გაგვახარებენ რეალთან ესენი ტრაკზე იხევიან ხოლმე და შუალედში ბერლინთან ძირითადად ახალგაზრდები რომ დააყენოს არაფერი უჭირს მგონი

100% მომდევნო 2 ტური ძაან მნიშვნელოვანია ერთი კარგია წელს ისაა რაიოს გარდა პაჭყა პუჭყა გუნდებთან ფაქტიურად ქულებს არ ვკარგავთ თან იმდენი პრობლემა აქ ჩვენ გუნდს

მეორე წრეშიც მასე უნდა გააგრძელონ უაზროდ არ უნდა დავკარგოთ ქულები რესურსი კიდე ნელ ნელა შეივსება

5

3 დეკემბერი 2023 12:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 530
DGES BARSA ATLES PRE GVAWYOBS DA MERE JIRAVIKIC MIXEDAVS PUTEBS

6

3 დეკემბერი 2023 15:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
მთავარი კონკურენტი მაინც ბარსელონაა და ატლეს მოგება უფრო გვაწყობს. ატლე მაინც არასტაბილური გუბდია, ბოლომდე ვეტ გაქაჩავენ.

მოდრიჩი გიულერი და ჩუამენი ბრუნდებიან მომდევნო თამაშისთვის.
თანდათანობით იხოდებიან.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)