თუ ლუნინი წასვლას ისურვებს, „რეალი“ გადაწყვეტილებას პატივს სცემს
ანდრე ლუნინთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ფაქტი ის არის, რომ უკრაინელი კიპერი წასვლაზე ფიქრობს, რადგან სათამაშო პრაქტიკას არის მოკლებული...
არსებული ცნობით, ლუნინს ლა ლიგაში ორი ვარიანტი აქვს, თუმცა ესპანეთის ფარგლებს გარეთაც ჰყავს მსურველები.
მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ თუ ანდრეი წასვლის სურვილს გამოთქვამს, „რეალი“ მას ხელს არ შეუშლის, რადგან აცნობიერებს, რომ უკრაინელს მართლაც სჭირდება სათამაშო პრაქტიკა.
პარარელურად, „რეალი“ კეპა არიზაბალაგასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ესპანელი კიპერი გარანტიებს ითხოვს.
არაოფიციალური ინფორმაციით, კეპამ და კურტუამ გარკვეულწილად როლები უნდა გაინაწილონ, სხვა შემთხვევაში არიზაბალაგა დუბლიორობას არ დათანხმდება.
- 2 დეკემბერი 2023
- 275
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.