რუდიგერმა ყველაზე მეტი ითამაშა
ანტონიო რუდიგერი, როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში ფაქტობრივად უწვეტად თამაშობს. გერმანელი ფეხბურთელის შედეგები გამაოგნებელია.
სამეფო კლუბში მიმდინარე სეზონში ანტონიომ უკვე 1570 წუთი გაატარა მოედანზე. მსგავსი შედეგი „რეალის“ არცერთ ფეხბურთელს არ აქვს. მეტიც, „ბლანკოსში“ არ თამაშობს არცერთი მოთამაშე, რომელსაც თუნდაც 1500 წუთი აქვს მოედანზე გატარებული.
რუდიგერის შემდეგ საუკეთესო შედეგი ფედერიკო ვალვერდეს აქვს, რომელიც ანტონიოს 81 წუთით ჩამორჩება.
„მარკას“ ინფორმაციით, „გრანადასთან“ დაპირისპირებაში ანტონიოს შესაძლოა დასვენების საშუალება მიეცეს და დაცვის ცენტრში დავიდ ალაბასა და ნაჩო ფერნანდესის დუეტი ვიხილოთ.
- 2 დეკემბერი 2023
- 409
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.