მატეო მორეტო:„მბაპეს ტრანსფერზე იანვარში ბევრი რამ მოხდება“
მატეო მორეტო კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
„„რეალმა“ დიდი გამოცდილება მიიღო და დაშვებული შეცდომების გამეორებას აღარ აპირებს. იანვარში ფრანგ ფეხბურთელთან დაკავშირებით სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება.“
„„ბლანკოსში“ იციან, რომ დიდხანს ლოდინი არ ღირს. კილიანმა ან თანხმობა უნდა თქვას, ან უარი და ამით დასრულდეს ყველაფერი.“
„ამ ეტაპზე ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ტრანსფერი შედგება, ვინაიდან მბაპე „პსჟ“-სთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და ეს საფრანგეთის დედაქალაქშიც ყველამ იცის.“
- 2 დეკემბერი 2023
- 635
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.