ოფიციალურად - ჯუდ ბელინგემი საოპერაციოა!
ესპანური გამოცემები დარწმუნებით იუწყებიან, რომ ჯუდ ბელინგემს ოპერაცია სჭირდება...
სანამ ინგლისელ ვარსკვლავს ქირურგიული ჩარევა არ ჩაუტარდება, სპეციალური დამცავის გარეშე თამაშს ვერ შეძლებს.
საქმე ეხება მხარზე მიღებულ ტრავმას. არ არის გამორიცხული ბელინგემმა მთელი სეზონი დამცავით ითამაშოს, მაგრამ მას გარკვეული მომენტის გამოტოვება მაინც მოუწევს, რადგან ოპერაცია გარდაუვალია.
სამეფო კლუბის სამედიცინო შტაბი ჯუდთან კონსულტაციას გაივლის და ოპერაციისთვის ოპტიმალურ დროს შეარჩევს.
- 30 ნოემბერი 2023
- 6 944
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.