მაცარი:„„რეალი“ მეტისმეტად ძლიერია“
ვალტერ მაცარიმ ბერნაბეუზე მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოდნენ და ჯერ კიდევ არსებობდა გამარჯვების შანსი მაშინ, როდესაც ანგარიში 2-2 გახდა. ჩვენ ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში სასურველი შედეგი ვერ დავაფიქსირეთ.“
„ფაქტი ის არის, რომ „რეალი“ კონტრ-შეტევაზე სასიკვდილო წარმოდგენებს დგას, ბერნაბეუზე კი საოცარი გარემო იქმნება. ამ გუნდის შესაძლებლობებს მართლაც არ აქვს საზღვარი.“
„ანგისას გოლმა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა და საოცრად აღვნიშნეთ, მაგრამ როგორც გითხარით, „რეალმა“ ფონს გასვლა მაინც მოახერხა.“
„ოსიმენი მეორე ტაიმში გამოჩნდა, რადგან ბოლომდე მზად არ იყო. ექიმებთან შევთანხმდით, რომ მას მოედანზე დაახლოებით 30-35 წუთი გაეტარებინა. ის მომდევნო მატჩებში ძალიან დაგვჭირდება, სწორედ ამიტომ გარისკვა არ ღირდა.“
- 30 ნოემბერი 2023
- 1 839
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.