დიარა და ვან დერ ვაარტი გუნდში დარჩნენ
წელს მადრიდის "რეალში" 25 ფეხბურთელი ირიცხება, როგორც ჟოზე აცხადებდა, 23 ფეხბურთელი სრულიად საკმარისი იყო, მაგრამ გუნდმა ვაარტის და დიარას გაყიდვა ვერ მოახერხა.
"სამეფო კლუბმა" წელს 6 ფეხბურთელი შეიძინა. (კანალესი, დი მარია, პედრო ლეონი, ოზილი, ხედირა და კარვალიო), გუნდი კი მხლოდ ერთმა ფეხბურთელმა, როისტონ დრენტემ დატოვვა, რომელიც "ჰერკულესში" არენდით გადავიდა.
გუნდის დატოვების კანდიდატები ვან დერ ვაარტი, მაჰამადუ დიარა და დრენტე იყვნენ, მაგრამ "რეალმა" მხოლოდ ჰოლანდიელის გაყიდვა შესძლო. "ტოტენჰემს" ვაარტის შეძენა სურდა, ინგლისური გუნდი მასში 11 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო რაფა გუნდში დარჩა. მალელი მაჰამადუთი კი არავინ დაინტერესდა.
მადრიდის "რეალის" შემადგენლობა...
მეკარეები: იკერ კასილასი, იერჟი დუდეკი და ადანი.
მცველები: არბელოა, რამოსი, კარვალიო, პეპე, გარაი, ალბიოლი, მატეოსი და მარსელო.
ნახევარმცველები: მაჰამადუ დიარა, ლასანა დიარა, ფერნანდო გაგო, სამი ხედირა, ჩაბი ალონსო, კანალესი, ოზილი, დი მარია, გრანერო, კაკა და პედრო ლეონი.
ფორვარდები: კარიმ ბენზემა, გონსალო იგუაინი და კრისტიანო რონალდო.
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 1 სექტემბერი 2010
- 2 406
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.