„რეალმა“ „ნაპოლისთვის“ მზადება დაიწყო
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურისთვის მზადება დაიწყეს, რომელსაც გუნდი „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართავს...
„კადისთან“ სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები დღეს აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.
სამწუხაროდ, ვარჯიშს გამოაკლდნენ ბრაჰიმ დიასი და ლუკა მოდრიჩი, ამ უკანასკნელს კუნთის პრობლემა აქვს, დიასი კი სამწვრთნელო შტაბმა კუჭის პრობლემების გამო გაათავისუფლა.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, კარში დარტყმებს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ხვალ „მერენგები“ ფინალურ შეკრებას გამართავენ, „ნაპოლის“ კი ოთხშაბათს შეხვდებიან.
- 27 ნოემბერი 2023
- 336
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.