გუნდი ვარჯიშს განაგრძობს
გრანერო, მარსეო, დუდეკი, პედრო ლეონი, ადანი და პეპე დღეს მოურინიოს დარიგებებს ისმენდნენ.
მარსელომ დღეს ვარჯიშის შემდეგ მადრიდი დატოვა და ბრაზილიაში გაფრინდა. პირველ გუნდს დაემატნენ მატეოსი და 19-მდე გუნდის ფეხბურთელი დერიკი.
დღევანდელი ვარჯიში დაეთმო ბურთთან ერთად მუშაობას. ფებურთელები განაწილდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ბურთის წართმევას. ამ დროს კი მეკარეებს სილვიო ლოურო ავარჯიშებდა.
ფეხბურთელები ასევე დრიბლინგში და კარის მიმართულებით ზუსტ დარტყმაში ვარჯიშობდნენ. შეკრება კი 3-3 ფეხბურთის თამაშით დასრულდა.
- 31 აგვისტო 2010
- 2 793
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.