ჰოლანდი „რეალში“ - პერესმა გამოსასყიდი 200 მილიონი გამოყო!
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ მზად არის, მანჩესტერ „სიტისა“ და ერლინგ ჰოლანდს შორის არსებული კონტრაქტის მიხედვით იმოქმედოს და ნორვეგიელ ფეხბურთელში გამოსასყიდი თანხა, 200 მილიონი ევრო გადაიხადოს...
მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით, ჰოლანდს შეუძლია სხვა კლუბში წავიდეს, თუ მსურველი 200 მილიონ ევროს გადაიხდის. პერესი კი მზად არის, შეტევა მეგავარსკვლავით გააძლიეროს, მაგრამ ამისთვის თავად ერლინგის თანხმობა სჭირდება.
პარარელურად, „სიტი“ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს და გასაოცარ პირობებს სთავაზობს, სადაც მისი ხელფასი 42 მილიონ ევრომდე გაიზრდება, თუმცა მსურველ კლუბს მისი დამატების უფლება აღარ ექნება.
ჰოლანდი ახლა ფიქრის პროცესშია, მისი აგენტი კი წინა კვირებში გარკვეულ მიმანიშნებელ კომენტარებს აკეთებდა.
ესპანელების ცნობით, პერესი უკან არ დაიხევს და თუ ფეხბურთელისგან თანხმობა ექნება, 2024 წლის ზაფხულში მისთვის კოლოსალურ თანხას გადაიხდის.
- 24 ნოემბერი 2023
- 2 220
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.