ზიზუს მოთხოვნა - „თუ დავბრუნდები, მას „რეალიდან“ ვერ გაუშვებთ“
ესპანური გამოცემების ცნობით, ზინედინ ზიდანის „რეალში“ დაბრუნების საკითხი ძალიან სერიოზულად დადგა დღის წესრიგში...
არსებული ინფორმაციით, ზიზუმ ფლორენტინო პერესს საკუთარი გეგმებიც წარუდგინა, ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კი ხაზგასასმელია.
ზიდანი მიიჩნევს, რომ ლუკა მოდრიჩმა გუნდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს, მეტიც მას ახალი კონტრაქტი უნდა გაუფორმდეს და სამეფო კლუბის სადარაჯოზე მინიმუმ 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩეს.
ფრანგი ლეგენდის აზრით, მოდრიჩის წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა და ამას ხორვატი ფეხბურთელი ყველა დაპირისპირებაში ამტკიცებს.
Defensacentral-ის ცნობით, ზიდანს ასევე სურს ტონი კროოსის 2 წლიან კონტრაქტზე დაყოლიება და ხელშეკრულების განახლება ფერლან მენდისთანაც, რომელიც ფლორენტინო პერესის მხრიდან ათვალწუნებულია.
- 24 ნოემბერი 2023
- 9 764
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.