ბენზემას და სხვა ვარსკვლავების ეფექტი მბაპეს ტრანსფერში!

მადრიდის „რეალს“ სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად აქვს გაზრდილი, რაც პირველ რიგში გასულ წლებში ტოპ ვარსკვლავების გაშვებამ განაპირობა...

სამეფო კლუბის სამოქმედო არეალი სახელფასო ბალანსში ძალიან დიდია. ფლორენტინო პერესს მბაპეს ტრანსფერსა და ამ ტრანსფერიდან გამოწვეულ გადასახადებზე არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

ეჭვი არავის ეპარება, რომ კილიანი სამეფო კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, მაგრამ „ბლანკოსის“ ბალანსში ამით საერთოდ არაფერი შეიცვლება.

ბოლო აკორდი კარიმ ბენზემას და ედენ აზარის გაშვება იყო. ამ ორი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლამ სამეფო კლუბის ხარჯები ძალიან სერიოზულად შეამცირა. გარდა ამისა გუნდი სხვადასხვა დროს დატოვეს ასენსიომ, მარსელომ, ბეილმა და ისკომ, რომლებიც ასევე ძალიან მაღალი ანაზღაურებით სარგებლობდნენ.

ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბს შეუძლია სახელფასო დანახარჯები ისე გაზარდოს დაახლოებით 150 მილიონით, რომ არანაირი ბალანსის პრობლემა არ შეექმნას, ეს თანხა კი არ გულისხმობს ვინისიუსთან, როდრიგოსთან და სხვებთან გაფორმებულ ახალ კონტრაქტებს, სადაც ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა არის გათვალისწინებული.

  • Hala
  • 24 ნოემბერი 2023
  • 992
  • 1

1

24 ნოემბერი 2023 14:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
მბაპეს ჰოლანდიც მიაყოლეთ და იმენა წლები ვიქნებით უკონკურწნტოები

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)