Relevo - მოდრიჩის დრო დადგა!

დადგა დრო, როდესაც ჩუამენი, კამავინგა, სებალიოსი და ბელინგემი ერთად არიან ტრავმირებულები, „რეალს“ კი ნახევარდაცვაში რესურსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა...

დადგა დრო, როდესაც ლუკა მოდრიჩს და ტონი კროოსს ერთად თამაში საკმაოდ ბევრჯერ მოუწევთ, ვინაიდან „რეალს“ სხვა ალტერნატივა აღარც აქვს.

Relevo-ს ცნობით, მომდევნო მატჩებში ლუკა მოდრიჩი განსაკუთრებულად აქტიური და მოტივირებული იქნება. ხორვატს სურს არამხოლოდ ანჩელოტის, არამედ ყველას დაუმტკიცოს, რომ მოწოდების სიმაღლეზე დგას და მისი სკამზე ჯდომა არასწორი ნაბიჯია.

„კადისთან“, „ნაპოლისთან“, „გრანადასთან“ „ბეტისთან“, „იუნიონ ბერლინთან“, „ვილიარეალთან“ და „ალავესთან“ დაპირისპირებებში „რეალს“ ნახევარდაცვაში აუცილებლად მოუწევს ლუკიტას გაცილებით ხშირად გამოყენება, ვიდრე აქამდე იყენებდა.

ამ სეზონში მოდრიჩმა 15 მატჩი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მის ანგარიშზე მხოლოდ 644 წუთია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თითო დაპირისპირებაში საშუალოდ 42 წუთს ატარებს მოედანზე.

  • Hala
  • 23 ნოემბერი 2023
  • 573
  • 3

1

23 ნოემბერი 2023 14:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 736
ამას ვიძახი სეზონის დაწყებიდან. აგერ ნახავთ რეებს იზამს, ამის სკამზე დატოვება როგორ შეილება ტო

2

23 ნოემბერი 2023 17:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 231
ისევ ამ ბებერმა უნდა გვათრიოს - მიდი ლუკა მიდიიიი

3

24 ნოემბერი 2023 12:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
vamos genioso midii achvene isev sheni klasi msoflios

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 11
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (249)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)