ანჩელოტი „რეალში“ „მილანის“ ფეხბურთელს ითხოვს
ესპანური და იტალიური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტიმ ფლორენტინო პერესს უთხრა, რომ თუ ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება, „მილანის“ ფეხბურთელი უყიდონ...
რის ჯეიმსს და ფრიმპონგს ანჩელოტი პატივს სცემს, თუმცა მიიჩნევს, რომ მათი ტრანსფერი რთული იქნება, სწორედ ამიტომ ანჩელოტის დაცვის მარჯვენა ფლანგზე დავიდე კალაბრიას კანდიდატურა ხიბლავს.
კარლო მიიჩნევს, რომ კალაბრია როტაციასაც დათანხმდება და მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობას არ მოითხოვს, რაც მის ამოცანას გაამარტივებს.
დავიდე მხოლოდ 26 წლის არის და მადრიდში მიაჩნიათ, რომ მასზე გათვლის გაკეთება წლების მანძილზე იქნება შესაძლებელი.
- 22 ნოემბერი 2023
- 3 140
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.