„რეალმა“ ვარჯიში განაახლა
სამდღიანი შესვენების შემდეგ სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა პირველი ვარჯიში გამართეს. აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტის განკარგულებაში ესპანელი ფეხბურთელები დაბრუნდნენ...
დღევანდელ სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, სტანდარტულებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ჩუამენი და არდა გიულერი სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდნენ.
ჯუდ ბელინგემმა და დანი სებალიოსმა სესიის ნაწილი გუნდთან ერთად, ნაწილი კი ინდივიდუალურად ჩაატარეს.
ტიბო კურტუა, ვინი ჟუნიორი, კამავინგა, კეპა არიზაბალაგა და ედერ მილიტაო კი კვლავ აღდგენით პროცესში არიან.
- 21 ნოემბერი 2023
- 237
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.