„სიტი“ ჰოლანდს წლიურად 40 მილიონს შესთავაზებს
არსებული ინფორმაციით, მანჩესტერ „სიტი“ ერლინგ ჰოლანდს დაუვიწყარ კონტრაქტს სთავაზობს...
იმ შემთხვევაში, თუ ნორვეგიელი ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, წლიურად 40 მილიონ ევროს მიიღებს.
გვარდიოლას გუნდის შეთავაზება 6 წელიწადში 240 მილიონია, რაც ნორვეგიელს რა თქმა უნდა მიიზიდავს.
ამ ნაბიჯით „სიტი“ „რეალიდან“ მომდინარე საფრთხეს აზღვევს და მიიჩნევს, რომ ახალი ხელშეკრულე ყველა სპეკულაციას წერტილს დაუსვამს.
თავის მხრივ, გვარდიოლა ძალიან აქტიურობს და მიიჩნევს, რომ ჰოლანდის წასვლა მის პროექტს ჩააგდებს, სწორედ ამიტომ, წინახაზელს ყველა გზა უნდა ჩაეკეტოს.
- 21 ნოემბერი 2023
- 1 527
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.