MediaSet- გვარდიოლას „რეალის“ ძალიან ეშინია!
არსებული ინფორმაციით, ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერ „სიტის“ ხელმძღვანელობას ერლინგ ჰოლანდთან კონტრაქტის სასწრაფოდ გახანგრძლივებას თხოვს...
პეპი მიიჩნევს, რომ ახალი კონტრაქტის ფარგლებში ნორვეგიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო უნდა იყოს და არცერთ წლის შემდეგ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ სხვა კლუბს ნაკლებ თანხად მისი გამოსყიდვა არ უნდა შეეძლოს.
გვარდიოლას „რეალის“ ეშინია და მიიჩნევს, რომ თუ ჰოლანდი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, „რეალი“ მის გამოსასყიდ თანხას 2024 წლის ზაფხულში გადაიხდის და მეგატრანსფერს გაჩარხავს.
თავის მხრივ, ფლორენტინო პერესი სიტუაციას აკვირდება და ნორვეგიელთან ფარული მოლაპარაკებების წარმოებას ცდილობს.
როგორც ჩანს, ჰოლანდზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული და თუ ერლინგი მანჩესტერულ მხარესთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, „ბლანკოსი“ ზაფხულში მოქმედებაზე გადავა.
- 20 ნოემბერი 2023
- 2 005
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.