ენდრიკი:„თავი სიზმარში მგონია, მსურს რონალდუს შედეგებს მივაღწიო“
ენდრიკ ფელიპემ ბრაზილიის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა, სადაც საინტერესო საკითხები მიმოიხილა...
„ჩემთვის აქ ყოფნა ოცნების ახდენაა. თავი სიზმარში მგონია და ვგრძნობ, რომ ეს დღეები არასდროს დამავიწყდება. ბრაზილიის ნაკრებში თამაში მართლაც საოცარი შეგრძნებაა.“
„როგორც უკვე ვთქვი, ვინისიუსის ტრავმამ ყველას უდიდესი ზიანი მიაყენა, ჩვენ მადრიდელს მხარს ვუჭერთ.“
„მესი თუ რონალდუ? ჩემთვის კრიშტიანო ყველაფერი იყო, მსურს „რეალში“ მისი შედეგები გავიმეორო.“
„ლეო საოცარი ფეხბურთელია. არანორმალურად მაღალი სტანდარტის პროფესიონალი, რომელმაც ეპოქა შექმნა და ოქროს ბურთის ძალიან ბევრჯერ მოიგო.“
- 20 ნოემბერი 2023
- 1 187
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.